რეგიონი
რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირება კიდევ ერთმა ბრენდულმა ქსელმა დაიწყო
რუხის სავაჭრო ცენტრში საქართველოში ავეჯის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელის „ბელუქსის“ ფილიალი გაიხსნა. მაღაზია 250 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ახალ ობიექტზე 5 ადგილობრივი დასაქმდა. სავაჭრო ცენტრში ქსელი გააფართოვა მსხვილი ავეჯის მაღაზიათა ქსელმა „ემბავუდმა“, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავეჯით მომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. 

მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სუპერმარკეტი „იალჩინი“, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი, ავტოსერვისის ლიდერი კომპანია“თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი, ასევე, სურსათის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს“ ფილიალი. ცენტრში ამჟამად სულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი.

Print