რეგიონი
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში კანდიდატები წარადგინეს (ვიდეო)
ქართული ოცნების“ ოფისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია ოფიციალურად წარადგინეს. ამასთანავე, მმართველ პარტიაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე "პრესოვკა-მახარაძის" უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თაზო ფაცაცია დაასახელეს.

ისინი „ქართულო ოცნების“ ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ წარადგინა და მათ პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრა. თავის მხრივ, კანდიდატებმა წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოგების შემთხვევაში დაწყებულ საქმეებს დაასრულებენ და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ. 

გოგიას და ფაცაციას წარდგენაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია.




Print