რეგიონი
ენმ-მ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი იმყოფებიან. დადიანების სასახლის ეზოში „ენმ“-ის ლიდერებმა ზუგდიდში პარტიის კანდიდატები დაასახელეს. მათ ამომრჩევლებს მიმართეს, სამომავლო გეგმები გააცნეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ბაქრაძემ ლევან კონჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად კი სანდრა რულოვსი წარადგინა.

ვენ ორნი ვიქნებით ის მშვიდი ძალა საქართველოს პარტლამენტში, ვინც თითოეული თქვენგანის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

Print