რეგიონი
„პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ (ვიდეო)
პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაიანაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგებაში დაადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჭითანავამ, "ზუგდიდობის" დღესასწაულზე, ქვარაის სანდრა რულოვსთან მისალმება დაგმო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ქვარაის კანდიდატურის მოხსნისა და „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. პარტიაში პლაკატების ჩამოხევასა და მათთვის წინა საარჩევნო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ და ამ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის გიზო სართანიას განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გამგებლებს აშინებენ და მის წინააღმდეგ განაწყობენ.

მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, რომ არის დაშინება. ტერორი, მათ მოუწოდებენ, რომ გიზო სართანიას და „პატრიოტთა ალიანსს“ არ დაუჭირონ მხარი“, - აღნიშნა სართანიამ.

მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი იყო ყველაზე მეტად რეპრესირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. მან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი შეურიგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენი კურსი იქნება შეუცვლელი იმ მანკიერებებთან ბრძოლაში, რომელიც არასოდეს უნდა განმეორდეს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

Print