რეგიონი
შალვა ნათელაშვილმა სამეგრელოში კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე სენაკის, ფოთისა და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად - ნინო სამუშია, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად - თამაზ ბოჯგუა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი ზურაბ ლომია დასახელდა. მან ასევე “ლეიბორისტული პარტიის” კოორდინატორები აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში დანიშნა.

შეკრებულ მოსახლეობას შალვა ნათელაშვილმა აფხაზეთში დაბრუნების პირობა მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ 23 წლიანი ტრაგედიის შემდეგ, ენგურის ხიდზე პირველად შეიკრიბა ამდენი ქართველი.



Print