რეგიონი
GLC-ში სასწავლო პროცესი დაიწყო (ვიდეო)
ახალი სასწავლო წელი ასოციაცია "ათინათის" ბაზაზე არსებულ საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაშიც დაიწყო. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწავლის დაწყება GLC-ის ზუგდიდის განყოფილების დირექტორმა გია ხასიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პედაგოგმა ნესტან ფიფიამ მოსწავლეებთან შეხვედრაზე სკოლის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით ამაყობს.

"ამ სკოლაში კეთდება საქმე და ამის საქმის ნაყოფიც სახეზეა. მე ვარ მასწავლებელი, რომელიც აქ დაარსების დღიდან მუშაობს. განწყობა მაქვს ამაღლებული, იმედიანი და სიამაყის მომცველი", - აღნიშნა ნესტან ფიფიამ.

GLC ზუგდიდის განყოფილებას წელს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან 21 მოსწავლე შეემატა. ამჟამად აღნიშნულ სკოლაში სულ 62 მოსწავლე სწავლობს.

ცნობისთვის, გასულ წელს უმაღლესი აკადემიური მოსწრება 14 მოსწავლემ აჩვენა. 5 მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ორი კვირით გერმანიაში იმყოფებოდა. აღნიშნული სკოლის 1 მოსწავლე კი ამჟამად FLAX-ის პროგრამით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაშიც ისწავლის.
Print