რეგიონი
სოხუმში ახალი პასპორტების მორიგი პარტია გაიცა
დე ფაქტო აფხაზეთში 330 ახალი აფხაზური პასპორტი უკვე გაიცა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. თუ ადამიანს არ სჭირდება ჩაწერა, ის აბარებს ძველ პასპორტს და მის ნაცვლად იღებს ახალს, განმარტა კობახიამ.

„მორიგი პოლიტიკური აქცია ჩვენთან 2017 წლის მარტში საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარდება. ამ მომენტისთვის, ვადა 28 ათას 600 პასპორტს გასდის“,— თქვა მან. მისი განმარტებით, ამ დროისათვის, პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარებული იქნება.

დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ „დოკუმენტების დამატებითი პაკეტი მხოლოდ იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, რომელთაც აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა, თუმცა ისინი აფხაზეთში არ დაბადებულან. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს“.

Print