რეგიონი
აფხაზეთში რუსეთის დუმის არჩევნებს საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმურა

2016 წლის 18 სექტემბერს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა. 9 საარჩევნო უბანი აფხაზეთში მცხოვრები

რუსეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.

რუსეთის ფედერაციამ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში 21 საარჩევნო უბანი გახსნა.

საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო 2016 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ეს ფაქტი, "მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმების დარღვევად" ჩათვალა.

 

Print