რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე გადასვლისას ქალს ტრაილერი დაეჯახა. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული.
Print