რეგიონი
"ქართული ოცნების" კანდიდატები ანაკლიის პორტის შესახებ
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება“, - ამის შესახებ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

ლაშა გოგიას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა. ამასთან, ამ ეტაპზე წყდება მოსახლეობისგან მიწების შესყიდვის საკითხი.

პორტის შესახებ განცხადება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამაც გააკეთა. 

"ეს არის რეალური პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. მცირე ვადებში კი განმუხურში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა დაიწყება", - დასძინა ქვარაიამ. 

Print