რეგიონი
აფხაზური მონეტები საერთაშორისო გამოფენაზე
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში 22-24 სექტემბერს გაიმართება, დე ფაქტო აფხაზეთში გამოცემული, 43 დასახელების მონეტების კოლექციას წარადგენენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ისინი ძვირფასი მეტალებისგან არის დამზადებული და სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი.

მონეტების "დათვალიერება და შეძენა "ამრა - ბანკის" სტენდზე იქნება შესაძლებელი".

ყველაზე იშვიათი მონეტები 99 - იანი ტირაჟით გამოიცა. გამოფენილ მონეტებს შორის ყველაზე პოპულარულია "აიააირა", 2000 - იანი ტირაჟით.

Print