რეგიონი
სლავომირ მროჟიკის პიესის პრემიერა ზუგდიდში (ვიდეო)
მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სლავომირ მროჟეკის პიესა "კაროლი" -ს პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ზუგდიდში თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტით ჩატარდა. მხატვრული რეჟისორის ბადრი წერედიანის თქმით, რთული ტექნიკური პირობების მიუხედავად, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა.

„2018 წელს 150 წლის იუბილეს აუცილებლად ჩვენს შენობაში ვიზეიმებთ“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდში პოლონელი დრამატურგის მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი პირველად დაიდგა და მასში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობდნენ.
Print