რეგიონი
სოხუმში ჟენევის დისკუსიების აფხაზ და რუს მონაწილეებს შორის შეხვედრა გაიმართა
სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლებასა და ჟენევის დისკუსიების რუსული დელეგაციის წევრებს შორის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებსაც ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განსახილველად გაიტანენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში, აქცენტი რეგიონში ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტების შემუშავების აუცილებლობაზე გამახვილდა.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმას, რომ ქართული მხარე ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარდგენილ მოხსენებებში, "აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საკითხის გვერდის ავლით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია დამახინჯებულად დახატოს".


Print