რეგიონი
ოჩამჩირის პორტის მიკრორაიონი ქალაქს საკუთრებაში გადაეცემა
ოჩამჩირის საზღვაო პორტში განთავსებული ერთ-ერთი მიკრორაიონი ქალაქის ადმინისტრაციას გადაეცემა, ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ომის შემდგომ პერიოდში, იქ რუსული სამხედრო ორგანიზაცია იყო განთავსებული. მოგვიანებით, მიკრორაიონი "აფხაზურ საზღვაო ორგანიზაციას გადაეცა, სადაც საზღვაო პორტის ტერიტორიაზე გემთმშენებელი ქარხანა ფუნქციონირებდა".

ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხრიპს ჯოპუას თქმით, ამ დროისათვის მიკრორაიონში 100 ოჯახი ცხოვრობს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი სარემონტო სამუშოების განხორციელებისა და ინფრასრუქტურის მოწყობის შემდეგ, ბინას კიდევ 50 ოჯახი მიიღებს.


Print