რეგიონი
ენგურზე 7- ჯერ მეტი თხილი გავიდა, ვიდრე ფსოუზე
დე ფაქტო აფხაზეთის "სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის" მონაცემებით, აგვისტოში, "გალის" საბაჟო - გამშვები პუნქტის გავლით 784 943,00 კგ თხილი გაიტანეს. სექტემბრის პირველ ნახევარში - 376 216,00 კგ. საერთო ჯამში, სეზონის დასაწყისიდან - 1 161 159,00 კგ თხილი გავიდა ექსპორტზე". 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, "თხილის ექსპორტის მოცულობა "ფსოუს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე 7 - ჯერ ნაკლებია, ვიდრე "გალის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირებული მონაცმებით". აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, "თხილის ექსპორტმა - 119 564,00 კგ შეადგინა, სექტემბრის პირველ ნახევარში – 29 801,00 კგ. სულ, "აფხაზეთ - რუსეთის საზღვრის" გავლით 149 365,00 კგ. თხილი გაიტანეს.


Print