რეგიონი
გამგებლის ცემაში ბრალდებული პოლიციამ ორჯერ დაკითხა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიას ცემაში ბრალდებული ნიკა ჭურღულია დღეს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიბარეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.

სასამართლო პროცესი კი უახლოეს დღეებშია ჩანიშნული. შსს-მ საქმეზე გამოძიება, თავდაპირველად, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ინციდენტში მონაწილე ნიკა ჭურღულია პოლიციის შენობაში დაკითახვაზე დღეს ორჯერ იმყოფებოდა. აღნიშნული ინციდენტი სოფლის რწმუნებულსა და მის ახლობელს შორის უჩაშონაში 16 სექტემბერს მოხდა.





Print