რეგიონი
ენმ-მ აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლებს პატივი ენგურის ხიდზე მიაგო (ვიდეო)
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ. მათ აფხაზეთში დაღუპულ მეომრების ღვაწლზე ისაუბრეს.

"არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი, რადგან ის საქართველოს განუყოფელი ნაწილია. დროთა განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი აქტივობით მივაღწევთ იმას, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს", - აღნიშნა "ენმ"-ის წევრმა და სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ.

ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის დღეა.

Print