რეგიონი
სოხუმმა ახალი გენ-პროკურორი დაამტკიცა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურორად ნური ტანია დაინიშნა. მის კანდიდატურას "პარლამენტმა" ერთხმად დაუჭირა მხარი. 1964 წელს დაბადებული ნური ტანია, 2015 წლიდან დღემდე, გუდაუთის რაიონის პროკურორი იყო. მანამდე 2009 - 2011 წლებში სოხუმის რაიონის პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

Print