რეგიონი
სენატმა ობამას ვეტო, 8 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, პირველად დაძლია
აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ვეტო დაძლია. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს.

ვეტოს გაუქმებას ხმა - 338 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ - 74 გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძალაში შედის.

თეთრი სახლი ბრალდებას საუდის არაბეთის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 11 სექტემბრის ტერაქტის შემსწავლელმა კომისიამ ძიების პროცესში საუდის არაბეთის მთავრობის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების კვალი ვერ დაადასტურა, თუმცა არ გამორიცხა ზოგიერთი ოფიციალური პირის კავშირი ტერაქტთან.

საუდის არაბეთის მთავრობა აკრიტიკებს აღნიშნულ კანონპროექტს და საპასუხო ქმედებებით იმუქრება. კერძოდ, აშშ-ის ეკონომიკაში ჩადებული თანხების გაწვევით, მოკავშირეების ანტიტერორისტული აქტივობების შემცირებით, ასევე იმით, რომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ავიაბაზების წვდომას შეზღუდავს.



Print