რეგიონი
ზუგდიდში ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ინიციატივით, ქუჩებში მოხუცებს მისალოცი ბარათები და ყვავილები გადაეცათ.

"ჩვენო ძვირფასო ბებიებო და ბაბუებო, ჩვენო ბრძენო და დაუღალავო უფროსო თაობავ!!! განსაკუთრებული მოწიწებით გესალმებით, გეფერებით და ქედს ვიხრით თქვენ წინაშე... გახსოვდეთ, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება თქვენი რჩევები, თქვენი თანადგომა, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრების შემოდგომა იყოს მზიანი, თბილი და სიყვარულით სავსე, რომ ყოველთვის იყოთ გარემოცული მადლიერი და მოსიყვარულე, ბედნიერი შვილებითა და შვილიშვილებით“, - ვკითხულობთ ზუგდიდის მერის მისალოც ბარათში.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 682 900 ხანდაზმული ცხოვრობს და მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარზეა.
Print