რეგიონი
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე საქართველოს პირველობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში დაიწყო. ტურნირი ორ დღეს გასტანს და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

დღევანდელი შეჯიბრი ცხენოსან დათო თაბაგარის ხსოვნას მიეძღვნა. გაიმართა დოღი, რომელშიც ზუგდიდის კლუბ "ხარებას" სახელით მოასპარეზე მხედარი დაწინაურდა. მას თაბაგარის სახელობის მედალი და თასი გადაეცა.

პროგრამაში შედიოდა ისინდი, ცხენბურთი, დოღი, რომლებშიც "ხარებას" ცხენოსნებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირი ხვალ 14 საათზე განახლდება. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო და სხვადასხვა პრიზი გადაეცემა.

შეჯიბრს კოორდინირება საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციამ გაუწია.
Print