რეგიონი
გიორგი თოდუა: "გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"
"რესპუბლიკური პარტიის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მისი თქმით, ის ამომრჩევლებს კარდაკარის პრინციპით ხვდება და პარტიის საარჩევნო პროგრამას აცნობს. "430 ქუჩიდან 382 ქუჩის მოსახლეობას უკვე შევხვდი.

განწყობა არის არაჩვეულებრივი, მოსახლეობა თბილად გვხვდება და გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ", - აღნიშნა კანდიდატმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის არჩევნებისთვის 18, გამგებლობის - 4 და საკრებულოს წევრობის 6 კანდიდატია რეგისტრირებული. 
Print