რეგიონი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, მე-2 საჯარო სკოლის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს. ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. მისი განცხადებით, აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეობა, რათა არჩევნები არ გაყალბდეს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას მშვიდი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისკენ“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

მან კომენტარი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. „მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებამ ააფეთქა, ეს არავის არ სჭირდება“. - დასძინა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ.
Print