რეგიონი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გოგა ფიჩხაიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გოგა ფიჩხაია დამნაშავედ ცნო. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) ჰქონდა წარდგენილი.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში გოგა ფიჩხაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე პაატა ბერულავასთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც გოგა ფიჩხაიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით პაატა ბერულავას დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბერულავა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგა ფიჩხაია 2016 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს რაიონში დააკავეს.


Print