რეგიონი
აფხაზები ჟენევის მოლაპარაკებების 37-ე რაუნდს გამოეხმაურნენ
4 - 5 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 37- ე რაუნდი გაიმართა. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტან კანია ხელმძღვანელობდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დელეგაციის ორივე ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობდა, შეშფოთება გამოითქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო ფორუმებზე დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ამავე განცხადებით, საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილმა რეზოლუციამ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების შესახებ "უკვე გამოიწვია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის დესტაბილიზაცია".

მეორე სამუშაო ჯგუფში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების განხილვამდე, აფხაზური, რუსული და სამხრეთ-ოსეთის დელეგაციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ჟენევის დისკუსიების მორიგი 38 - ე რაუნდი 2016 წლის 13-14 დეკემბერს არის ჩანიშნული.


Print