რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში საქველმოქმედო-დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა
2017 წლიდან აფხაზეთში ყოველი მესამე და შემდგომი შვილის მშობლებს ფონდი „აზხარა“ 100 ათას რუბლს გადასცემს. ამის შესახებ ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ განაცხადა. "საქველმოქმედო - დემოგრაფიული ფონდის შექმნის აუცილებლობა „აფხაზური ეთნოსის აღორძინების და განვითარების აუცილებლობამ განაპირობა“, - განმარტა მან.

ჩამაგუას მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის ოჯახებში დაბადებული ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის
რაოდენობა წელიწადში 200 – 300-ს აღწევს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფონდი უკვე დარეგისტრირდა და ამ დროისთვის ტექნიკური საკითხები მუშავდება.




Print