რეგიონი
სოციალურად დაუცველებს ახალი სახლები გადაეცათ (ვიდეო)
კოკში, ნარაზენსა და ჯუმში ახალი საცხოვრისები ბენეფიციარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრად გადასცა.

ახალ მოსახლეებმა მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.

წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელ სახლს უშენებს. მათ შორის მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

Print