რეგიონი
ზუგდიდში მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) ახორციელებს.

აღნიშნული საბჭოს შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისის მიწოდების სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილეს. 

მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სამთავრობო, სოციალური სერვისის მიმწოდებელი გადაწყვეტილების მიმღები პირებით, რომლებიც თვეში ერთხელ იკრიბებიან.

Print