რეგიონი
დევნილები ენგურის ხიდზე გადმოსვლის მიზეზს არ ასახელებენ (ვიდეო)
ენგურის ხიდზე 40-მდე პირი იმყოფებოდა. ისინი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოვიდნენ. მათ ადგილზე ორი სამარშუტო ტაქსი დახვდა. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, თუ რა მიზნით ჩამოვიდნენ, ნაწილმა უპასუხა, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სხვებმა კი განაცხადეს, რომ გასვენებაში წასვლას აპირებენ. 

მედიის კითხვებმა მათი გაღიზიანება გამოიწვიეს. ერთ-ერთმა მათგანმა „ათინათის“  ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

Print