რეგიონი
რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაურ არშბა დაინიშნა. ახალი თანამშრომლის წარდგენისას რაულ ხაჯინბამ აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციის ყოველი თანამშრომლის მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის მდგომარეობა".

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაურ არშბა 1992-1993 წლების ომის მონაწილეა. 2003 - 2004 წლებში ის ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2007 - 2012 წლებში - დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი, 2015 წლიდან -"აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის"
თავმჯდომარე, 2013 წლიდან - "აფხაზეთის სახალხო კრების მეხუთე მოწვევის" დეპუტატია.


Print