რეგიონი
ზუგდიდის საკრებულომ რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2016 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, ცვლილება იქნა შეტანილი საკრებულოს რეგლამენტის იმ ნორმებში, რომლებიც პეტიციის მომზადებისა და შეტანის წესებს ეხება. ცვლილების შესაბამისად, მხარდამჭერთა სიის ბლანკში რეკვიზიტების ჩამონათვალს, დასახლებული პუნქტის გარდა, ქუჩის სახელი და სახლის ნომერი დაემატება.

"საკრებულოში შემოვიდა რამდენიმე პეტიცია და ამან გვიჩვენა, რომ პეტიციის წარმდგენი ამომრჩეველთა სიის ბლანკში იყო ხარვეზი და დღევანდელი დადგენილებით სწორედ ეს ხარვეზი გამოვასწორეთ", - აღნიშნა საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა "გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის" დადგენილება. დღეიდან საკრებულოს ნაცვლად ქალაქში განთავსებულ ობიექტებს ნუმერაციას იუსტიციის სახლი მიანიჭებს.

Print