რეგიონი
ანაკლიის რკინიგზის პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
"საქართველოს რკინიგზისთვის" ანაკლიამდე მისასვლელი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტი აქტიურ ფაზაშია. "ჩვენ მოდერნიზაციის პროექტს დავასრულებთ 2019 წელს. ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში "საქართველოს რკინიგზას" აქვს ვალდებულება ააშენოს ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის სიგრძე გახლავთ, დაახლოებით, 18 კილომეტრი.

მომავალ წელს დავიწყებთ საპროექტო სამუშაოებს და იმ პერიოდისთვის, როცა ანაკლიის პორტში შემოვა პირველი გემი, "საქართველოს რკინგზა" მზად იქნება მიიღოს ტვირთები’’ - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" დირექტორმა. 

ანაკლიის პორტი ექსპლუატაციაში 2020 წლისთვის უნდა შევიდეს.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 18 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
Print