რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

პარტიის ზუგდიდის შტაბმა რადიო „ათინათთან“ ჩიქოვანის მიერ პარტიის დატოვების ფაქტი დაადასტურა.


„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დაგვიჭირა. მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, თუმცა არჩევნებმა ცხადყო, რომ დასაწყებია ახალი ეტაპი, როგორც “თავისუფალ დემოკრატებში“, ასევე ჩემთვისაც. ამიტომ ვტოვებ “თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და ვაჩერებ პარტიულ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მოვემსახურები ჩემს სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


 

Print