რეგიონი
დუმამ დე ფაქტო აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტმა სახელმწიფო სათათბიროს რეკომენდაციით მიმართა, რომ მხარი დაუჭიროს დე ფაქტო აფხაზეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას.

"რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ", - ასე განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზავრაზინმა.

მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმებას 2015 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, სპეცდანიშნულების გარკვეული ქვედანაყოფები.

"ინტერფაქსის" ცნობით, დაჯგუფის დანიშნულებაა "ადეკვატური რეაგირება მოახდინოს სამხედრო აგრესიის შემთხვევაში", - ნათქვამია განმარტებით მოხსენებაში.


Print