რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ საჩივრის განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტია განმუხურის 38-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და უბანზე ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს. პროცესზე უკვე დაკითხეს უბნის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები.

სხდომაზე სასამართლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარსაც განიხილავს, რომელიც რამდენიმე უბანზე გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვანდა ხუფენია სასამართლომ 8 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკითხა. ის აცხადებს, რომ უბანი ხმების დათვლის პროცესის დროს იმიტომ დატოვა, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა.

"რომ დავტოვე უბანი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 69, რომ დავბრუნდი 30-ზე ოდნავ მეტი. დალუქული მქონდა ბათილი ბიულეტენები, კონვერტში ჩადების შემდეგ მაგიდაზე კიდევ ჩნდებოდა ახალი ბათილი ბიულეტენები და შეუძლებელი გახდა საბოლოო ბალანსის დადგენა... მე ყველაფერზე ვაგებ პასუხს რაც გავაკეთე და მირჩევნია დავისაჯო სწორი ქმედებისთვის, ვიდრე არასწორი ქმედებისთვის ვიღაცამ დამაჯილდოვოს“.

განმუხურის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა და მოგვიანებით საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაბრუნდა. მანამდე უბანს სამართალდამცველები იცავდნენ.

ზუგდიდის  #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-ე უბნის ხმები ბათილად ცნო.

ამავე თემაზე:

განმუხურის 38-ე უბნის შედეგები გაბათილდა (ვიდეო)
Print