რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში ახალი პასპორტების გაცემა გრძელდება
სოხუმის რაიონის საპასპორტო განყოფილების უფროსის ფატიმა ტუჟბას განცხადებით, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, "მოქალაქეთა მომართვიანობის მკვეთრი ზრდა ამ დროისათვის არ შეიმჩნევა".

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, საპასპორტო განყოფილება გაიხსნა გულრიფშის რაიონშიც. 5 ახალი პასპორტი ასევე გაიცა ოჩამჩირის რაიონის საპასპორტო სამმართველოს მიერ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ის მიიღო "ოჩამჩირის რაიონის მცხოვრები - რაჟიკო ჩიქოვანი იყო",- წერს ინტერნეტ გამოცემა.

სოხუმმა ახალი ტიპის პასპორტების გაცემა სექტემბერში დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას განცხადებით, პასპორტის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ სჭირდება ჩაწერა, "ის აბარებს ძველ პასპორტს და მის ნაცვლად იღებს ახალს",- განმარტა მან.

მისივე თქმით, "დოკუმენტების დამატებითი პაკეტი მხოლოდ იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, რომელთაც აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა, თუმცა ისინი აფხაზეთში არ დაბადებულან. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს".


Print