რეგიონი
ბულგარეთის დროშით მცურავი გემი შავ ზღვაში დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრისთვის დააჯარიმეს.

სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

Print