რეგიონი
ტკვარჩელში, გალსა და ოჩამჩირეში განხორციელებული ინვესტიციები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან
დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვიტილებით, საინვესტიციო პროექტები, ტერიტორიული ზონების მიხედვით, პრეფერენციებს მიიღებენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი უწყების ხელმძღვანელმა დაურ არძინბამ წარადგინა და "მინისტრთა კაბინეტა დაამტკიცა".

არძინბას თქმით, უპირატესობა, ყველაზე შეღავათიანი და დაბალი გადასახადების მხრივ, ტკვარჩელის რაიონში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს მიენიჭებათ. შემდეგ პოზიციებს, ამ თვალსაზრისით, "მათი დაბალი ეკონომიკური გავითარების დონიდან გამომდინარე, გალისა და ოჩამჩირის რაიონები დაიკავებენ".

მისივე განცხადებით, უკვე წარმოდგენილია 2 საინვესტიციო პროექტი, 110 მილიონი რუბლის ოდენობის, რომელიც, სავარუდოდ, პრეფერნციულის სტატუსს მიიღებს და მოგების და ქონების გადასახადისაგნ გათავისუფლდება.

დაურ არძინბამ აღნიშნა, რომ მიღებული დადგენილება ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მომხიბლავს აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებს გახდის.

Print