რეგიონი
კრწანისის სამხედრო ბაზაზე ლიკვიდირებული ზუგდიდელი გიგა შენგელიაა (ვიდეო)
კრწანისის ტერიტორიაზე შესვლის დროს ლიკვიდირებული პირი ინდენტიფიცირებულია. ის ზუგდიდელი 23 წლის გიგა შენგელიაა. გარდაცვლილის დედის თქმით, ოჯახის წევრებს მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, ისინი კატეგორიულად უარყოფენ ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს თან იარაღი ჰქონდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შენგელია, ნათესავებთან ერთად, თანმხლები პირის ძმის სანახავად აპირებდა შესვლას. გარდაცვლილის ცხედარს ზუგდიდში დღეს ჩამოასვენებენ.



Print