რეგიონი
წელს აფხაზეთში 30 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან
დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის დაურ თარბას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდა, 2016 წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 30 ათასი ტონა იქნება.

„2015 წლის შედეგებით, სახელმწიფო სექტორში 3 700 ტონა ციტრუსის მოსავალი იქნა აღებული, ხოლო კერძო სექტორში - 26 ათასი ტონა, თუმცა წელს უკეთესი მაჩვენებლები იქნება“, - აღნიშნა თარბამ.

მისი თქმით, მოსალოდნელი მოსავლის განმსაზღვრელი კომისია შეიქმნება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 1990 - იან წლებში აფხაზეთში ციტრუსის ბაღები 6 ათას ჰექტარზე იყო განთავსებული, ამ ეტაპზე მათი ფართობი 1200 ჰექტარს შეადგენს.

Print