რეგიონი
გიგა შენგელიას ოჯახი ცხედრის ზუგდიდის ცენტრში დასვენებით იმუქრება
კრწანისის საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული გიგა შენგელიას ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.

გარდაცვლილის მამა რომან შენგელია, მედიასთან აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს, გიორგი შენგელიას გადააბრალონ. მისი თქმით, თუკი გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება, ცხედარს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებენ და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

„სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. 03:30 საათზე დაიღუპა ბავშვი და 07:30 იპოვეს. როცა უნდათ, მაშინ ყველაფერს 5 წუთში ნახულობენ. ჩემს მეორე შვილს დაანებონ თავი, ის ერთი დამრჩა. ერთი შვილი მომიკლეს და ახლა ცდილობენ მეორეს ,,უჩალიჩონ” რაღაც. ჩემს შვილთან საუბარი გუშინ მქონდა. მან მითხრა, რომ გიგა გოგოებთან იყო წასული. ამის მერე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არ ვიცი სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, ან თვითონ უწიოს თავის თავს, ყველაფერზე წავალ. არაფერი მაქვს დასაკარგი”, - განუცხადა „პალიტრანიუსს“ რომან შენგელიამ.

Print