რეგიონი
„კრწანისში“ დაღუპული გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს
კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მოკლული გიგა შენგელიას მამა შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად დღეს ზუგდიდან თბილისში ჩასვლას გეგმავს. იგი პერიმეტრის დათვალიერებას ადვოკატთან ერთად აპირებს.

„საქმესთან დაკავშირებით ათასი ვერსია არსებობს და უნდა დააკონკრეტონ, რა მოხდა“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

Print