რეგიონი
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, ნალექი ზოგან თოვლის, ზოგან თოვლ-ჭყაპის სახით დღის განმავლობაში მთელ საქართველოში შენარჩუნდება, თბილისში კი ტემპერატურა კი +4o С იქნება.

ხვალიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +10o С-მდე აიწევს. 29 ოქტომბრიდან კი კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
Print