რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი „კრწანისში“ მომხდარ შემთხვევას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე ალტენატიული გამოძიებაც ჩატარდეს.

”გამოძიებას რაც შეეხება, ის მიმდინარეობს და შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტენატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციებუს მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ”, - აღნიშნა პრემიერმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

Print