რეგიონი
გარდაცვლილ გიგა შენგელიას მამა გამოძიებას ენდობა
”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ გიგა შენგელიას მამის განცხადებით, გამოძიება, ძირითადად, მისი მეორე შვილის ადგილსამყოფელით არის დაინტერესებული. მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ორ გაქცეულ პირთან დაკავშირებითაც, თუმცა, ჟურნალისტებთან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

”მკითხეს, რა ვიცი ჩემს მეორე შვილზე. მე მათ ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი ასევე იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით, მათ ნდობას ვუცხადებ”, - აღნიშნა რომან შენგელიამ.

კითხვაზე - ჩაატარებს თუ არა ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის დაელოდება გამოძიების მიმდინარეობას.

Print