რეგიონი
სოხუმში აფხაზური ენის დღეს აღნიშნავენ
27 ოქტომბერს აფხაზეთში ენის დღეს აღნიშნავენ. ქალაქის ადმინისტრაციასთან არსებულმა ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტმა, ამასთან დაკავშირებით, ახალი პროგრამის რეალიზაცია დაიწყო.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დიზაინერებმა ფერადი მაკეტები დაამზადეს, რომლებიც ბანერებსა და აფიშებზე გაიკვრება. ასევე, სხვადასხვა ღონისძიება ქალაქის სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყობა. ამ გზით აფხაზ ახალგაზრდებს მშობლიურ ენაზე საუბრისკენ მოუწოდებენ.

პროგრამის მიზანია აფხაზური ენის განვითარებისა და პროპაგანდის ხელშეწყობა. ორგანიზატორები მის განხორციელებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავენ.


Print