რეგიონი
„ათინათის“ საჩუქარი კორცხელის საბავშვო ბაღს (ვიდეო)

ასოციაცია „ათინათი“ დღეს, საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით კორცხელის საბავშვო ბაღს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

აღსაზრდელებმა ასოციაციისგან საკანცელარიო ნივთები და ბურთები მიიღეს.

თანამშრომლებმა „ათინათს“ დაბადების დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.

ასოციაციის ტრენერმა ლალი გამისონიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი ბეჩოს საბავშვო ბაღშიც ჩავლენ.


 

Print