რეგიონი
ნაგურუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნაგურუს უბანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. აქამდე სოფელში ბაღი არ არსებობდა, რის გამოც აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლების მიღება, 5 კმ-ის მოშორებით, სოფელ საჩინოში უწევდათ. შენობა 40 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად აქ 25 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 272 250 ლარი დაიხარჯა და ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის თანადაფინანსებით აშენდა. ასევე ის ადგილობრივი ბიზნესმენის შოთა ჯანჯღავას მიერ საკლასო, საძინებელი ოთახების და სამზარეულოს ინვენტარით აღიჭურვა. 


Print