რეგიონი
ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადება იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

საუბარია 12 კილომეტრიანი მონაკვეთის ჩუმათელეთი-არგვეთის გზის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია და 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ახალი გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გამოვა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთები პრემიერ-მინისტრის ინიციატივის 4 პუნქტიანი გეგმის – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილის ერთ-ერთი მიმართულებაა.

Print