პოლიტიკა
უკრაინელმა ჰაკერებმა სურკოვისა და აფხაზი მაღალჩინოსნების მიმოწერა გამოაქვეყნეს
ჰაკერებმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ორი ათასამდე წერილი გამოაქვეყნეს. წერილებში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ყირიმის უკრაინისაგან მოწყვეტას ჯერ კიდევ მაიდნის მოვლენებამდე. მიმოწერა ცხადყოფს იმას, თუ რა მიზანს ისახავს და როგორ ერევა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდა საქმეებში. ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ რადიო "ეხო კავკაზა"-ს რედაქტორ დემის პოლანდოვთან. ეს უკანასკნელი დეტალურად გაეცნო წერილების შინაარს და მათ ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

აფხაზეთის ეროვნული თავდაცვის შესახებ კითხვაზე პოლანდოვი პასუხობს:
"აქ ლაპარაკია გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებაზე. ესაა ძალიან რთული დოკუმენტი, რომელიც, საომარი მოქმედების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციების მართვის ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, მაგრამ, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, იქმნება ერთობლივი ცენტრი რუსეთის ხელმძღვანელობით".

პოლანდოვის თქმით, აღნიშნული წერილების გამოქვეყნებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია აფხაზეთში. ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ აფხაზ პოლიტიკოსებს.

Print